აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი პაკისტანისგან ავღანელი მეამბოხეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე უარის თქმას მოითხოვს. კლინტონმა ისლამაბადში გამოსვლისას განაცხადა, რომ ”ძლიერი” პაკისტანი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იქნება რეგიონის სტაბილურობისთვის. ჰილარი კლინტონი დღეს პაკისტანის ლიდერებს ხვდება. ხუთშაბათს მან და აშშ-ის მაღალი რანგის დელეგაციამ ოთხსაათიანი შეხვედრა გამართეს პაკისტანის ლიდერებთან. პაკისტანში ჩასვლამდე კლინტონი ავღანეთში პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის შეხვდა.
ყველაზე პოპულარული
1