პაკისტანი ცდილობს, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში მისი მოწინააღმდეგის, ინდოეთის გვერდით ადგილი მოიპოვოს. 193 წევრისგან შემდგარი გაეროს გენერალური ასამბლეა დღეს ორი წლის ვადით აირჩევს უშიშროების საბჭოს 5 არამუდმივ წევრს. პაკისტანს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონისათვის გამოყოფილ ერთ ადგილზე უპირისპირდება ყირგიზეთი, რომელსაც პაკისტანისაგან განსხავებით არასოდეს სჭერია ეს ადგილი. კიდევ ერთი ვაკანტური ადგილისათვის, რომელსაც წლის ბოლოს ბოსნია-ჰერცეგოვინა გამოათავისუფლებს, ერთმანეთს ეცილებიან აზერბაიჯანი, უნგრეთი და სლოვენია. გაეროს უშიშროების საბჭოში, რომელიც მსოფლიო მასშტაბით წყვეტს ომისა და მშვიდობის საკითხებს, ხუთი მუდმივი წევრი შედის - დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი და აშშ-ი, რომლებიც ვეტოს უფლებით სარგებლობენ.
ყველაზე პოპულარული
1