Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონი ტაჯიკებს ადამიანის უფლებათა დაცვაში დახმარებას ჰპირდება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დუშანბეში მოქალაქეებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონი მტკიცედ უჭერ მხარს ადამიანის უფლებათა დამცველებს ტაჯიკეთში: "ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ტაჯიკეთის მოქალაქეებს მიიღონ სათანადო განათლება, იქირაონ მიწის ნაკვეთი, ისარგებლონ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედიით, თანაბარი უფლებებით მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში და ისარგებლონ უნივერსალური უფლებებით, რაც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი კაცისა და ქალისათვის". ამერიკის სახელმწიფო მდივანი, რომელიც პირველად იმყოფება ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში, დღესვე დუშანბეში ქვეყნის ლიდერებს შეხვდება და რეგიონში ისლამისტი მეამბოხეებისა და ნარკოტიკების კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებს განიხილავს.
XS
SM
MD
LG