Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში თვითმკვლელმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოკვლა სცადა


ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის სიდდიყ სიდდიყის ინფორმაციით, დღეს თავდასხმა მოხდა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრ ბიზმულა ხანზე. თვითმკვლელი ტერორისტი მინისტრის მოკვლას ქაბულის ჩრდილოეთით, პარვანში შეეცადა. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მინისტრის მოკვლის მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. დაცვამ დროულად შენიშნა და ადგილზე გაანადგურა ასაფეთქებელი ქამრით აღჭურვილი თვითმკვლელი ტერორისტი, რომელიც ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის კორტეჟთან მიახლოებას გეგმავდა მაშინ, როდესაც ბიზმულა ხანი და მისი თანმხლები პირები სალოცავად შეჩერდნენ.
XS
SM
MD
LG