Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია ხელისუფლებას პატიმართა სრულ იზოლაციაში ადანაშაულებს


საქართველოს პატიმრობის კოდექსში დაგეგმილი ცვლილების თანახმად, დისციპლინური გადაცდომისათვის აქამდე უკვე მოქმედ სახდელებს შემდეგი დაემატება: სატელეფონო საუბრის, პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღებისა და გაგზავნის, პატიმრობის აღკვეთის დაწესებულებაში არსებული მაღაზიით სარგებლობისა და ფულადი გზავნილის უფლების არაუმეტეს 3-3 თვით შეზღუდვა. როგორც “მედიანიუსს” საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციის – “ერთობა სამართლიანობისათვის” წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განუცხადა, აღნიშნული ცვლილებებით ხელისუფლება პატიმართა სრულ იზოლაციას აპირებს. მისი თქმით, განსაკუთრებით აღსანიშნავია პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა. ამ შეზღუდვის დაწესების შედეგად პატიმარს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან საჩივრის გაუკონტროლებლად გატანის საშუალებაც არ ექნება.
დისციპლინური სახდელის აღნიშნული სახეები ყველა პატიმარზე გავრცელდება, მათ შორის, ფეხმძიმეებზე, მცირეწლოვანი ბავშვების დედებზე, 65 წელს გადაცილებულ პატიმრებზე და ა.შ.
XS
SM
MD
LG