Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბია განთავისუფლებულად გამოცხადდა


ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭოს ლიდერმა მუსტაფა აბდელ ჯალილმა და სხვა მაღალჩინოსნებმა ყურანის წაკითხვის შემდეგ გამოაცხადეს, რომ ლიბია განთავისუფლებულია და ქვეყანაში რვა თვის განმავლობაში არჩევნები გაიმართება. საჯარო შეკრება ლიბიის რევოლუციის მთავარ ქალაქ ბენღაზში გაიმართა სამი დღის შემდეგ, რაც გარდამავალი საბჭოს მებრძოლებმა დაიკავეს ყოფილი ხელისუფლების ბოლო სიმაგრე, ქალაქი სირტი და მოკლეს ლიბიის ყოფილი ლიდერი მუამარ კადაფი. თავისუფლების დეკლარაციის შემდეგ ლიბიაში ჩამოყალიბდება გარდამავალი მთავრობა, რომელიც ქვეყანას არჩევნებამდე უხელმძღვანელებს და უზრუნველყოფს ახალი კონსტიტუციის პროექტის შემუშავებას.
XS
SM
MD
LG