Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილის სტუმარი საეჭვო მინერალური ქვებისათვის დააკავეს


ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენლის ვალერი ლევინისათვის სამართალდამცველების მიერ აღმოჩენილი ქვები ყოველკვირეულ ჟურნალ "ქვების ენერგიას" მოჰყვება, - ამის შესახებ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვალერი ლევინის ადვოკატ შალვა თადუმაძეს განუცხადეს. ბიძინა ივანიშვილის მოსკოვის ოფისის წარმომადგენელი ვალერი ლევინი სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 22 ოქტომბერს დააკავეს, რადგან არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ლევინს საქართველოში რადიოაქტიური ნივთიერებები შეჰქონდა. ვალერი ლევინი რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ შაბათ, გვიან ღამით გაათავისუფლეს. თუმცა, გამოძიების დასრულებამდე ქართველმა სამართალდამცველებმა საქართველოს დატოვება აუკრძალეს. ბიძინა ივანიშვილის პრეს-სამდივნოს ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილისთვის განკუთვნილ დოკუმენტაციასთან ერთად ვალერი ლევინს საქართველოში მოჰქონდა ჟურნალი "ქვების ენერგია". ჟურნალის რეალიზება რუსეთში, უკრაინასა და ყაზახეთში ხდება და მისი საბაზრო ფასი ქართულ ვალუტაში დაახლოებით 10 ლარს შეადგენს. ყოველკვირეულ ჟურნალს თან მოჰყვება მინერალური ქვები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის 14 წლის ქალიშვილი გვანცა უკვე რამდენიმე წელია აგროვებს და მის პირად კოლექციაში ათეულობით მსგავსი ქვა არის.
XS
SM
MD
LG