Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა სირიიდან ელჩი „მუქარის“ გამო გაიწვია


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სირიიდან გაწვეულ იქნა აშშ-ის ელჩი, მისი უსაფრთხოების შესახებ „დამაჯერებელი მუქარის“ გამო. დეპარტამენტის წარმომადგენლის, მარკ ტონერის თქმით, ელჩის, რობერტ ფორდის სირიაში დაბრუნება დამოკიდებული იქნება „ადგილზე უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ სიტუაციაზე“ . ტონერმა იმედი გამოთქვა, რომ სირიის რეჟიმი შეწყვეტს აშშ-ის ელჩის წინააღმდეგ ანტაგონიზმის გაღვივებას. ამ განცხადებებამდე დიპლომატების სიტყვებზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობა, რომ ფორდმა სირია შაბათ-კვირას დატოვა. ფორდი მწვავედ და ღიად აკრიტიკებს სირიის მთავრობის მხრიდან გატარებულ რეპრესიებს იმ პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ შვიდი თვის განმავლობაში მიმდინარე გამოსვლებში. ასადის მომხრეები მას ძალადობის გაღვივებაში სდებენ ბრალს. სირიამ აშშ-ის ნაბიჯის საპასუხოდ თავისი ელჩი გაიწვია აშშ-დან. სირიის საელჩოს წარმომადგენლის თანახმად, იმად მუსტაფამ ორშაბათს დატოვა აშშ.
XS
SM
MD
LG