Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელგრადი „არარეალისტურად“ მიიჩნევს ოპოზიციის მოთხოვნას, უარი ითქვას მოლაპარაკებებზე კოსოვოს საკითხთან დაკავშირებით


სერბიის აზრით, „არარეალისტურია“ ოპოზიციის მოთხოვნა, უარი ითქვას მოლაპარაკებებზე კოსოვოს საკითხთან დაკავშირებით და ასეთი მოთხოვნების წამოყენება მხოლოდ გაამძაფრებს კონფლიქტს სერბებსა და ჩრდილოეთ კოსოვოში განთავსებულ ნატოს შენაერთებს შორის. კოსოვოსთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე სერბიის წარმომადგენელმა ბორკო სტეფანოვიჩმა განაცხადა, რომ თუ ჩრდილოეთ კოსოვოს ოთხი სერბული მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები არ შეასრულებენ ბელგრადის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ეს მოვლენათა განვითარების ყველაზე უარესი ვარიანტი იქნება. გაზეთ „ვეჩერნიე ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში სტეფანოვიჩმა დასძინა, რომ სერბიის ოპოზიციის მოწოდება, შეწყვეტილ იქნეს ევროკავშირის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკების პროცესი, „არარეალისტურია“, რადგან სწორედ ამ მოლაპარაკებაზეა დამოკიდებული ევროკავშირში სერბიის გაწევრიანების პერსპექტივა.
XS
SM
MD
LG