Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ვენეციის კომისიის ექსპერტები ჩამოვიდნენ


თბილისს ვენეციის კომისიის ექსპერტები ეწვივნენ, რომლებიც სახელისუფლო და ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდებიან. ვიზიტის მიზანია საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესის გაცნობა და მასზე მომუშავე ჯგუფების მოსაზრებების მოსმენა. ექსპერტების დაბრუნების შემდეგ გაიმართება ვენეციის კომისიის სხდომა, სადაც მათთვის გადაგზავნილ "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტზე დასკვნას მოამზადებენ. დასკვნის მომზადებისა და საქართველოში გამოგზავნის შემდეგ, ახალ საარჩევნო კანონმდებლობაზე მუშაობას უკვე პარლამენტი დაიწყებს.
XS
SM
MD
LG