Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატომ ლიბიაში მისიის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება გადადო


ნატომ თვის ბოლომდე გადადო გადაწყვეტილების მიღება ლიბიაში მისი კამპანიის დასრულების თაობაზე. გასულ კვირაში ოპოზიციის ძალების მიერ ყოფილი ლიდერის, მუამარ კადაფის შეპყრობის და მისი სიკვდილის შემდეგ, ნატომ თავისი წინასწარი გადაწყვეტილება გამოაცხადა - რომ შვიდი თვის განმავლობაში წარმოებულ კამპანიას 31 ოქტომბერს დაასრულებდა. ეს გადაწყვეტილება დღეს ბრიუსელში ოფიციალურად უნდა დაედასტურებინათ ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს. ნატოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ალიანსის ელჩები პარასკევს გამართავენ შეხვედრას. პარალელურად, გრძელდება კონსულტაციები გაეროსთან და ლიბიის დროებით ეროვნულ საბჭოსთან. ნატოს მიერ სამოქალაქო პირების დაცვის ოპერაციას სანქცია გაერომ მისცა. 31 მარტის შემდეგ ნატო აწარმოებდა საჰაერო დარტყმებს, უზრუნველჰყოფდა ფრენის აკრძალვის დაცვას და საზღვაო პატრულირებით იცავდა იარაღზე ემბარგოს.
XS
SM
MD
LG