Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსახლეობა ტოვებს ტაილანდის დედაქალაქს


ტაილანდის დედაქალაქს ათასობით მაცხოვრებელი ტოვებს, რომ ამ შაბათ-კვირას მოსალოდნელ მასშტაბურ წყალდიდობას თავი დააღწიოს. ტაილანდის მთავრობამ ხუთი დღე უქმედ გამოაცხადა იმისათვის, რომ ადამიანებისთვის ბანგკოკის დატოვების საშუალება მიეცა. სამი თვის წინ ტაილანდის ტერიტორიაზე მომხდარმა წყალდიდობამ 360 ადამიანი შეიწირა. ოთხშაბათს გაერომ გააფრთხილა ბანგკოკი (მოსახლეობა - 9 მილიონია) ამ შაბათ-კვირას მოსალოდნელი წყალდიდობის შესახებ.
XS
SM
MD
LG