Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა ისლამისტურ პარტიას ტუნისის არჩევნებში გამარჯვება მიულოცა


ევროპის კავშირმა დღეს იალამისტურ „ენაჰდის“ პარტიას ტუნისის პირველ თავისუფალ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური ლიდერის, კეთრინ ეშტონის და გაფართოების საკითხეში ევროკომისრის, შტეფან ფიულეს ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ტუნისს დემოკრატიის აშენებაში დახმარებას გაუწევენ. ახალი კრების არჩევნებში, ერთ დროს აკრძალულმა, „ენაჰდის“ პარტიამ ხების 41 პროცენტი მოიპოვა. ახალმა კრებამ უნდა შეცვალოს კონტიტუცია, დაასახელოს პრეზიდენტი და გარდამავალი მთავრობა. „ენაჰდას,“ გამარჯვებამ გამოიწვია ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლა სიდი ბუზიდში, ტუნისის იანვრის რევოლუციის დაბადების ადგილას.
XS
SM
MD
LG