Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატომ ლიბიაში მისია დაასრულა


ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის თანახმად, ალიანსის სამხედრო ოპერაცია ლიბიაში დასრულდება 31 ოქტომბერს. რასმუსენის თქმით, ნატოს "სამხედრო საქმიანობა დასრულებულია". მისივე თანახმად, ნატოს ელჩების შეხვედრაზე ბრიუსელში დადასტურდა ერთი კვირის წინ მიღებული გადაწყვეტილება, რომ ნატოს მისია ლიბიაში ამ თვის ბოლოს დასრულდება. თავის ვიდეო მიმართვაში რასმუსენმა ლიბიის ოპერაციას წარმატებული უწოდა. ნატომ ახლა უნდა უპასუხოს ლიბიის ახალი ხელისუფლების თხოვნას, დარჩეს ლიბიაში და დაეხმაროს ამ ქვეყანას საზღვრების დაცვასა და უკანონო მიგრაციასთან ბრძოლაში.
XS
SM
MD
LG