Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაშა დარბაიძეს შეუწყვიტეს აშშ-ში საქართველოს საპატიო კონსულის უფლებამოსილება


აშშ-ში საქართველოს დღეს უკვე ყოფილი საპატიო კონსული ლაშა დარბაიძე მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს. სააგენტო ინტერპრესნიუსს დარბაიძემ განუცხადა, რომ 24 ოქტომბერს, საქართველოს ხელისუფლების დავალებით აშშ-ში შეხვდა ადამიანი, რომელმაც მოსთხოვა საკონსულოს ვებგვერდიდან ამოეღო აშშ-ის ელჩის ჯონ ბასისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის ამსახველი ფოტოები. ლაშა დარბაიძის თქმით, მან უარი თქვა მოთხოვნის შესრულებაზე და ერთი დღის შემდეგ საპატიო კონსულის უფლებამოსილება შეუწყვიტეს. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს განაცხადეს, რომ დარბაიძე არ ასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს და არ აკმაყოფილებდა იმ მოთხოვნებს, რომელსაც საპატიო კონსული უნდა ასრულებდეს.
XS
SM
MD
LG