Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დაიღუპა გაეროს სამი თანამშრომელი


ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის განცხადებით, ავღანეთში დღეს მოწყობილი აფეთქების შედეგად დაიღუპა ამ უწყების სამი ავღანელი თანამშრომელი. აფეთქება თვითმკვლელმა თავდამსხმელმა მოაწყო სამხრეთში მდებარე ქალაქ ყანდაარში. დაიჭრა გაეროს ორი ავღანელი თანამშრომელი. დღეს უფრო ადრე გავრცელებული ცნობით, ყანდაარის პროვინციის პოლიციის უფროსმა განაცხადა, რომ თვითმკვლელმა ამფეთქებელმა და სამმა შეიარაღებულმა პირმა იერიში განახორციელეს გაეროსა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების ოფისებზე. მოკლულია ყველა თავდამსხმელი. იერიშზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა.
XS
SM
MD
LG