Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩერნობილის ვეტერანებმა სცადეს უკრაინის პარლამენტში შეჭრა


დღეს უკრაინის პარლამენტში შეჭრა სცადა ჩერნობილის ატომური კატასტროფის შემდგომი სამუშაოების 1000-მდე მონაწილემ, რომელთა უკმაყოფილებასაც იწვევს მათთვის განკუთვნილი შეღავათების შემცირების გეგმა. დემონსტრანტებმა გაარღვიეს ბარიერი, რომელიც რამდენიმე კვირის წინ იქნა აღმართული პარლამენტთან ჩერნობილისა და ავღანეთის ომის ვეტერანების პირველი მცდელობის გამო, შეჭრილიყვნენ საკანონმდებლო ორგანოში. დღეს ვეტერანების შესაჩერებლად პარლამენტის შესასვლელებთან განთავსდა პოლიციის სპეცრაზმის ასამდე თანამშრომელი. პარლამენტარებმა სექტემბერში, პირველი მოსმენით დაამტკიცეს კანონპროექტი, რომელიც ამცირებს სოციალურ დახმარებას პირთათვის, ვინც მონაწილეობდა 1986 წლის ბირთვული კატასტროფის შემდგომ სამუშაოებში და პირთათვის, ვინც კვლავაც ცხოვრობს დაზარალებულ ტერიტორიაზე. თუმცა, ამის შემდეგ უკრაინის პარლამენტს ჯერაც არ მიუმართავს შემდეგი ზომებისათვის.
XS
SM
MD
LG