Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივანიშვილი უარყოფს კავშირს პარტიასთან, რომლის ყრილობა 3 ნოემბრისთვის არის დაგეგმლი


ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნომ უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ივანიშვილს კავშირი აქვს ერთ-ერთი პარტიის ყრილობასთან, რომელიც 3 ნოემბერს თბილისშია დაგეგმილი. პრესსამდივნოს განცხადებით, ინფორმაციას რაიმე ორგანიზაციის შექმნის შესახებ თავად გაავრცელებენ. რაც შეეხება 3 ნოემბრისთვის დაგეგმილი ყრილობის ორგანიზატორებს, ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო ამის შესახებ ინფორმირებული არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, 3 ნოემბერს თბილისში ყრილობას გეგმავს პარტია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი მინდია გულუაა.
XS
SM
MD
LG