გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ ევროპა მოელის საბერძნეთიდან იმის გარკვევას, როგორ უნდა დაიგეგმოს ევროკავშირის ფინანსური დახმარების გამოყოფა. „ჩვენ გასულ კვირას დავამტკიცეთ საბერძნეთის დახმარების გეგმა. ევროკავშირს სურს ეს გეგმა განვახორციელოთ პრაქტიკაში, მაგრამ ამისათვის ჩვენ გვჭირდება სიცხადე და დღევანდელი რამის შეხვედრა ამაში გარკვეულწილად დაგვეხმარება“, - განაცხადა მერკელმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ გეორგ პაპანდრეუსთან მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი გეორგ პაპანდრეუ დღეს საფრანგეთის პრეზიდენტთან და გერმანიის კანცლერთან კანში გამართავს მოლაპარაკებებს. მთავარი საკითხი საბერძნეთში გამოცხადებული რეფერენდუმია, რომელიც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გზას შეეხება. კანში ხუთშაბათს დიდი ოცეულის სამიტი დაიწყება. საბერძნეთის მთავრობამ მხარი დაუჭირა რეფერენდუმის იდეას.
ყველაზე პოპულარული
1