რუსეთში გამოძიებამ დაადგინა, რომ პილოტის შეცდომამ გამოიწვია 2011 წლის 7 სექტემბრის ავიაკატასტროფა, რომელმაც შეიწირა 44 ადამიანი, მათ შორის იაროსლავლის ჰოკეისტთა გუნდის წევრები. ავიაციის სახელმწიფოთაშორისო კომიტეტის განცხადებით, იაკ-42 ტიპის თვითმფრინავის ჩამოვარდნა მოჰყვა ერთ-ერთი მფრინავის შეცდომას - კერძოდ, მუხრუჭების გააქტიურებას თვითმფრინავის აფრენის დროს. ავიაკატასტროფა ქალაქ იაროსლავლის მახლობლად მოხდა.
ყველაზე პოპულარული
1