Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში 20 ადამიანი მოკლეს


სირიელი უფლებადამცველების ცნობით, ჯარისკაცებმა მოკლეს, სულ ცოტა, 20 ადამიანი მიუხედავად სირიის მთავრობის დაპირებისა, რომ შეწყვეტს ძალადობას ოპონენტების წინააღმდეგ. ლონდონში დაფუძნებული უფლებადამცველი ორგანიზაცია სირიელი თვითმხილველებისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ, სულ ცოტა, 20 ადამიანი დაიღუპა ქალაქ ჰომსში, უშიშროების ძალების სროლის შედეგად. ცენტრალურ სირიაში მდებარე ჰომსი არის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ეპიცენტრი. გაეროს მონაცემებით, 3000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული მას შემდეგ, რაც მარტში დაიწყო საპროტესტო აქციები. სირიის მთავრობა გუშინ დაპირდა არაბულ ლიგას, რომ ჯარებს გაიყვანს ქალაქებიდან.
XS
SM
MD
LG