Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპანდრეუ: საბერძნეთმა უნდა დაამტკიცოს ფინანსური დახმარების პროგრამა


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა გეორგ პაპანდრეუმ ქვეყნის პარლამენტში განაცხადა, რომ საბერძნეთი უნდა დათანხმდეს ევროკავშირის ფინანსური დახმარების პროგრამას. შეთანხმების პირობების დაცვისაკენ მოუწოდებს საბერძნეთს ევროკავშირიც. აღნიშნული განცხადება ევროკავშირის თავმჯდომარემ ჰერმან ვან რუმპემ და ევროკომისიის ლიდერმა ჟოზე მანუელ ბაროზუმ გააკეთეს. მათი თქმით, საბერძნეთის შესაძლო გეგმები რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე ევროს ზონისა და მთლიანად ევროკავშირის სტაბილურობას ემუქრება. დღეს ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით მედია იტყობინება, რომ პაპანდრეუს გადაწყვეტილი აქვს გადადოს რეფერენდუმის იდეა.
XS
SM
MD
LG