4 ნოემბერს გიორგი გვახარიას ყოველკვირეული ტელეპროგრამა ”წითელი ზონა”, რომელიც პირველი არხის ეთერში ყოველ პარასკევს, შუაღამეს გადის, ახალ სეზონს იწყებს. გადაცემის სტუმარია ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე. იგი წარმოადგენს თავის ახალ წიგნს - ”დახურული საზოგადოება და მისი დარაჯები”.
სეზონის პირველი გადაცემის ფორმა ოდნავ შეცვლილია: ბერლინში მცხოვრები ქართველი ფილოსოფოსი საუბრობს არა ოკუპაციის მუზეუმიდან, არამედ თბილისის იმ ადგილებიდან, რომლებიც ასე თუ ისე ”გათამაშებულია” მის წიგნში - იმ ადგილებიდან, რომლებიც ქვეყნის უახლეს ისტორიას ასახავენ.