Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კანში გრძელდება დიდი ოცეულის სამიტი


საფრანგეთის საკურორტო ქალაქ კანში გრძელდება დიდი ოცეულის სამიტი. როგორც ვარაუდობენ, მოლაპარაკების მთავარ საკითხს წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წინადადება, შეიქმნას მოკლევადიანი კრედიტების ახალი ხაზი, რომელიც დახმარებას გაუწევს მწვავე ეკონომიკური პრობლემების მქონე ქვეყნებს. თავდაპირველად, სამიტის მთავარ თემებად გლობალური მონეტარული სისტემის რეფორმა და კაპიტალის სპეკულაციური დინებების მოთოკვა სახელდებოდა - თუმცა სამიტის პროგრამა ევროპის, და განსაკუთრებით საბერძნეთის, დავალიანების კრიზისმა შეცვალა. ჩინეთის, რუსეთის და აშშ-ის ლიდერებმა ევროპელებს დავალიანების კრიზისის კიდევ უფრო გავრცელების აღსაკვეთად სწრაფი მოქმედებისკენ მოუწოდეს.
XS
SM
MD
LG