Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიიდან კვლავ მოდის დემონსტრანტების დახოცვის ცნობები


სირიის ქალაქ ჰომსიდან სულ მცირე სამი დემონსტრანტის დახოცვის შესახებ გავრცელდა ცნობები - მიუხედავად მთავრობის მიერ დადებული პირობისა, რომ შეწყვეტდა მთავრობის მოწინააღმდეგე დემონსტრანტების მიმართ ძალადობას. უფლებადამცველების ინფორმაციით, ჰომსს ცეცხლი ტანკებმა გაუხსნეს. ხუთშაბათს ამ ქალაქში 20 სამოქალაო პირის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ჰომსი პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მარტში დაწყებული გამოსვლების ერთ-ერთ ცენტრად იქცა. აშშ-ის შეფასებით, მთავრობის მხრიდან დემონსტრანტებზე ზეწოლას საერთო ჯამში 3,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. მიმდინარე კვირაში არაბულ ლიგასთან დადებული შეთანხმებით სირია დათანხმდა ქალაქებიდან ჯარის გაყვანას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და ოპოზიციის ლიდერებთან მოლაპარაკების გამართვას. ოპოზიციის ლიდერებმა მხარდამჭერებს დღეს მასობრივი აქციების გამართვისკენ მოუწოდეს, რათა გამოსცადონ, რამდენად აპირებს მთავრობა შეთანხმების პირობების დაცვას.
XS
SM
MD
LG