Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი მთავრობის საგანგებო შემადგენლობის შესახებ იწყებს მოლაპარაკებას


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, გეორგიოს პაპანდრეუმ დღეს ქვეყნის პრეზიდენტთან მოლაპარაკება დაიწყო მთავრობის საგანგებო შემადგენლობით დაკომპლექტების შესახებ. ამ მთავრობამ ქვეყანა მწვავე ეკონომიკური კრიზისისგან უნდა იხსნას. პრეზიდენტ კარლოს პაპოულიასთან შესახვედრად მისულმა პაპანდრეუმ ჟურნალისტებს უთხრა, ყველაფერს გავაკეთებ საიმისოდ, რომ მთავრობა ფართო კონსენსუსს დაეფუძნოსო. შეხვედრას წინ უსწრებდა პარლამენტში გამართული კენჭისყრა მოქმედი მთავრობის ნდობის საკითხზე - სადაც მთავრობამ მცირე უპირატესობით შესძლო დადებითი შედეგის მოპოვება. 300 ადგილიან პარლამენტში პაპანდრეუს მთავრობას მხარი 153-მა დეპუტატმა დაუჭირა. კენჭისყრამდე პარლამენტარებს პაპანდრეუმ სიტყვით მიმართა და ახალი, კოალიციური მთავრობის შექმნის მოწოდებით გამოვიდა, რათა დამტკიცდეს იმ 130 მილიარდი ევროსგან შემდგარი საერთაშორისო დახმარების მიღება, რომელიც საბერძნეთს ბანკროტად ქცევისგან გადარჩენისთვის ესაჭიროება. შეთანხმება, რომელიც მკაცრ საბიუჯეტო ხელმომჭირნეობას ითვალისწინებს, საბერძნეთის მოსახლეობაში მწვავე უკმაყოფილებას იწვევს.
XS
SM
MD
LG