Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიგერიაში თავდასხმებს 60-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა


ოფიციალური პირების ინფორმაციით, 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და უამრავი დაიჭრა ნიგერიის ჩრდილოაღმოსავლეთში წუხელ მომხდარი აფეთქებების და სროლის შედეგად. თავდასხმათა ცენტრი იობეს ოლქის დედაქალაქი, დამატურუ იყო. თვითმხილველების თქმით, ბომბები რამდენიმე ადგილას აფეთქდა - მათ შორის ეკლესიებთან და პოლიციის შტაბ-ბინასთან. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ბოკო ჰარამის სახელით ცნობილმა მუსულმანურმა სექტამ იკისრა. ამ ჯგუფს წარსულში მკვლელობები და აფეთქებები აქვს მოწყობილი ნიგერიის ჩრდილოეთში.
XS
SM
MD
LG