საბერძნეთის ორი მთავარი პოლიტიკური პარტია შეთანხმდა ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობაზე, რომელსაც, სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, სამშაბათს გამოაცხადებენ მთავრობის დანარჩენი წევრების ვინაობასთან ერთად. ახალ კაბინეტს ევალება ქვეყნის გამოყვანა მწვავე კრიზისიდან და დეფოლტის თავიდან აცილება. ახალი, დროებითი მთავრობის შემადგენლობაზე შეთანხმება მოჰყვა მოლაპარაკებებს მოქმედ პრემიერ-მინისტრ გეორგიოს პაპანდრეუსა და ოპოზიციის ლიდერ ანტონის სამარასს შორის.
ყველაზე პოპულარული
1