თოვლის საფარმა მეტრ-ნახევარს მიაღწია აჭარის მაღალმთიანეთში, სადაც საავტომობილო მიმოსვლა შეზღუდულია. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სახიფათო ზონიდან ევაკუირებულია ათი ადამიანი. თოვლმა პრობლემები შეუქმნა შიდა ქართლის სოფლებს, სადაც გართულებულია ხილისა და ბოსტნეულის საშემოდგომო მოსავლის აღება. რაც შეეხება თბილისი-სენაკი-ლესელიძის ცენტრალურ ავტომაგისტრალს, სადაც ორშაბათს რამდენიმე საათით მიმოსვლა პარალიზებული იყო, საგზაო დეპარტამენტის განცხადებით, საავტომობილო მოძრაობა სრულადაა აღდგენილი. სინოპტიკოსთა პროგნოზით, საქართველოში არამდგრადი ამინდი 11 ნოემბრამდე შენარჩუნდება.
ყველაზე პოპულარული
1