Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"მაესტროს" ბოიკოტი გამოუცხადა ლეიბორისტულმა პარტიამ


ლეიბორისტულმა პარტიამ ტელეკომპანია "მაესტროს" ბოიკოტი გამოუცხადა. პარტიის პრესსამსახურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ”მაესტრო გადაიქცა სააკაშვილის სპონსორი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის სალოცავ ტაძრად, რის გამოც ლეიბორისტული პარტიის და მისი ლიდერის შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ სამარცხვინო კამპანია დაიწყო.” ამავე განცხადების თანახმად, ”ლეიბორისტული პარტია იღებს სამწუხარო გადაწყვეტილებას, "მაესტროს" ინტერვიუებზე უარი ეთქვას." თავის მხრივ, ტელეკომპანია "მაესტროში" აღნიშნავენ, რომ გაბრაზებული პოლიტიკოსების მსგავს განცხადებებს შეჩვეულნი არიან. ”არავის ტაძრად არ ვქცეულვართ, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და ყველამ თავის საქმე აკეთოს”, - განუცხადა სააგენტო ინტერპრესნიუსს ”მაესტროს” გენერალურმა დირექტორმა ბაჩო კიკაბიძემ.
XS
SM
MD
LG