Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაერო: სირიაში რეპრესიების შედეგად მოკლულია 3500-მდე ადამიანი


გაეროს ადამიანის უფლებათა უწყების მონაცემებით, სირიაში, სულ ცოტა, 3500 ადამიანია მოკლული რეპრესიების შედეგად, რომელიც მოჰყვა მარტის შუა რიცხვებში ანტისამთავრობო აქციების დაწყებას. ადამიანის უფლებათა საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისრის პრესმდივნის განცხადებით, უწყების ხელთ არსებული მონაცემები ეყრდნობა სირიაში სანდო წყაროებისაგან მიღებულ ინფორმაციას. დაღუპულებს შორის არის, სულ ცოტა, 19 ადამიანი, მოკლული კვირას, მუსლიმთა დღესასწაულის, ეიდ ალ-ადას დროს.
XS
SM
MD
LG