Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვანო მერაბიშვილი: ბოლო 3 წლის განმავლობაში დაკავებულია რუსეთის ოცამდე ჯაშუში


რუსეთის მიერ საქართველოში ტერაქტების ორგანიზება გამოძიების შედეგად უკვე ოფიციალურადაა დადასტურებული - ამის შესახებ უკრაინულ გამოცემა "Сегодня"-სთან ინტერვიუში განაცხადა შს-თა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა. მისივე თქმით, დაკავებულია სხვადასხვა დროს მომხდარი ტერაქტების 30-მდე შემსრულებელი და ამჟამად ინტერპოლის მიერ იძებნება რუსი ოფიცერი, რომელმაც შარშან სექტემბერში, თბილისში აშშ-ის საელჩოსთან მომხდარი აფეთქება აფხაზეთიდან მოამზადა. ამავე ინტერვიუში ვანო მერაბიშვილი აღნიშნავს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში დაკავებულია რუსეთის 20-მდე ჯაშუში. გაზეთის მიერ გამოთქმულ ეჭვს საქართველოს პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფის ჯაშუშობის თაობაზე, შს-თა მინისტრმა უპასუხა, რომ ეჭვი უსაფუძვლოა, რადგან გედენიძემ დანაშაული სასამართლოში აღიარა.
XS
SM
MD
LG