Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბოსნიაში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმაში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააპატიმრეს


ბოსნიაში დააკავეს კიდევ ერთი პირი, რომელიც ეჭვმიტანილია სარაევოში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმაში მონაწილეობაში. ამ თავდასხმის დროს პოლიციელი დაიჭრა. ეჭვმიტანილი დააპატიმრეს ქვევნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, სადაც პოლიციამ ჩხრეკა მოაწყო.
თავდასხმა აშშ-ის საელჩოზე მოხდა ოქტომბერში, როცა სერბიის მოქალაქემ, მევლიდ იარასევიჩმ,ა ავტომატიდან ცეცხლი გაუხნა აშშ-ის საელჩოს. თავდამსხმელი დაცვამ დაჭრა და ადგილზე დააკავა. გამოძიების თანახმად, ის რადიკალური ისლამისტური ორგანიზაციის წევრია. სერბიაში მისი სამი სავარულოდ, თანამოსაქმე დააკავეს.
XS
SM
MD
LG