Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი მოითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოში ირანის საკითხის განხილვას


საფრანგეთი ითხოვს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევას, ირანის წინააღმდეგ შესაძლო ზომებზე მოსალაპარაკებლად მას შემდეგ, რაც გაეროს ატომურმა უწყებამ განაცხადა, რომ ირანი მუშაობს ბირთვული იარაღის ტექნოლოგიაზე. საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ პარიზი მზადაა ირანის წინააღმდეგ „უპრეცედენტო“ სანქციებისათვის, თუ ის უარს იტყვის საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნების შესრულებაზე. ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მიერ გუშინ გამოქვეყნებული ანგარიშით, არსებობს მინიშნებები იმაზე, რომ ირანი ატარებს სამუშაოებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ბირთვული იარაღის შესაქმნელად. ირანი უარყოფს ბრალდებებს და „დაუბალანსებელსა“ და „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებს გაეროს ატომური უწყების ანგარიშს. პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დღეს განაცხადა, რომ ირანი არ იტყვის უარს ბირთვულ პროგრამაზე.
XS
SM
MD
LG