Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლუსკონი არ აპირებს ვადამდელ არჩევნებში მონაწილეობას


იტალიის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონის განცხადებით, ის არ აპირებს მონაწილეობას შესაძლო ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში. სამშაბათს ბერლუსკონიმ პირობა დადო, რომ გადადგება მას შემდეგ, რაც პარლამენტი დაამტკიცებს ბიუჯეტის რეფორმას, რომლის მიზანიცაა იტალიის გადარჩენა ვალებით გამოწვეული კრიზისისაგან. მოსალოდნელია, რომ პარლამენტის ორივე პალატა მომდევნო რამდენიმე კვირაში დაამტკიცებს ამ რეფორმებს. დღეს იტალიის პრეზიდენტმა ჯორჯო ნაპოლიტანომ განაცხადა, რომ პოლიტიკურ პარტიებთან მომდევნო ნაბიჯებზე კონსულტაციებს დაიწყებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამტკიცდება მომჭირნეობის ახალი ზომები. ბერლუსკონი და მისი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტია ემხრობიან ვადამდელ არჩევნებს მაშინ, როცა ოპოზიცია მოითხოვს ეროვნული თანხმობის მთავრობის შექმნას. საპროცენტო განაკვეთმა, რომელსაც იტალიისაგან ვალის აღებისას მოითხოვენ საერთაშორისო საფინანსო ბაზრებზე, დღეს მორიგ სარეკორდო მაჩვენებელს - შვიდ პროცენტს მიაღწია.
XS
SM
MD
LG