Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილი რამდენიმე უფლებადაცვითი პროექტის განხორციელებას იწყებს


ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას აპირებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად რამდენიმე უფლებადაცვითი პროექტის განხორციელებას იწყებს. ივანიშვილის პრესსამდივნოს განცხადებით, პროექტებს შორისაა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა გათავისუფლებისთვის საჭირო მექანიზმების შექმნა, სამართლებრივი დაცვით უზრუნველყოფა ყველა იმ პირისა, ვინც ახალი მოძრაობის მხარდამჭერ პროცესებში ჩაერთვება და პატიმრების დასახმარებლად სამართლებრივი და სოციალური პროგრამების შემუშავება. პრესსამდივნო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვა პრიორიტეტული იქნება საზოგადოებრივი მოძრაობისთვის, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი 25 ნოემბერს დააფუძნებენ.
XS
SM
MD
LG