Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საბერძნეთში მიაღწიეს შეთანხმებას დროებით მთავრობაზე


საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ გეორგიოს პაპანდრეუს განცხადებით, ოპოზიციასთან მიღწეულია შეთანხმება ახალი, დროებითი მთავრობის შექმნაზე. მისი ამოცანა იქნება ვალებით გამოწვეული კრიზისის მოსაგვარებელი დახმარების პაკეტის მიღება. საბერძნეთის პრეზიდენტთან დღევანდელ შეხვედრამდე, პაპანდრეუმ განაცხადა, რომ წარმატებებს უსურვებს ახალ პრემიერ-მინისტრს, რომელიც სათავეში მოექცევა დროებით მთავრობას. პაპანდრეუს არ უთქვამს, ვინ შეცვლის მას პრემიერ-მინისტრის პოსტზე. საბერძნეთის წამყვანი პარტიების ლიდერები ორშაბათიდან აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს იმის შესახებ, თუ ვინ მოექცევა სათავეში დროებით კოალიციურ მთავრობას, რომელიც ქვეყანას გაუძღვება თებერვალში მოსალოდნელ ვადამდელ არჩევნებამდე.
XS
SM
MD
LG