“იმედი გვაქვს, რომ ჩიკაგოს სამიტი იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, დაფიქსირდეს საქართველო-ნატოს ურთიერთობებში არსებული პროგრესი. იმედი გვაქვს, რომ ჩიკაგოს სამიტზე მოხდება კიდევ ერთი ნაბიჯის წინ გადადგმა და საქართველოს კიდევ უფრო დაახლოვება ნატოსთან”, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ 10 ნოემბერს საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ ნატოს გენერალურ მდივანთან, ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთად გამართულ ბრიფინგზე. ნატოს გენერალური მდივანი და ნატოს წევრი ქვეყნების ელჩები დღის მეორე ნახევარში თბილისიდან ბათუმში გადაინაცვლებენ. ბათუმში მასპინძლობას მათ საქართველოს პრეზიდენტი გაუწევთ. ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს წევრები, ნატოს გენერალური მდივნის მეთაურობით საქართველოს დღეს დატოვებენ.
ყველაზე პოპულარული
1