Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკელი ჯარისკაცი დამნაშავედ სცნეს სამი ავღანელის მკვლელობაში


შეერთებულ შტატებში სასამართლომ დამნაშავედ სცნო ავღანეთში სამოქალაქო პირების მკვლელობაში ბრალდებული ჯარისკაცი. სერჟანტ კელვინ გიბსს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა მას შემდეგ, რაც სასამართლომ დადგენილად ჩათვალა მისი მონაწილეობა მკვლელობაში, შეთქმულებასა და რამდენიმე სხვა დანაშაულში. ის იყო ყველაზე მაღალი რანგის სამხედრო პირი ხუთ ჯარისკაცს შორის, რომლებსაც წაყენებული ჰქონდათ 2010 წელს ყანდაარის პროვინციაში სამი უიარაღო ავღანელი მამაკაცის მოკვლის ბრალდება. გიბსი დანარჩენ ჯარისკაცებს აქეზებდა, დაეხოცათ ავღანელები.
XS
SM
MD
LG