Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის სამხედრო ბაზის აფეთქებას 27 ემსხვერპლა


თეირანის დასავლეთში მდებარე სამხედრო ბაზაში მომხდარი აფეთქების შედეგად მოხდა, რასაც 27 ადამიანი ემსხვერპლა. აფეთქება ქალაქ კარაჯის გარეუბანში მოხდა. ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით დაშავდა 20 ზე მეტი ადამიანი. სამხედრო ნაწილში, რომელიც ირანის ელიტურ რევოლუციურ გვარდიას ეკუთვნის, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალის საცავი აფეთქდა. თუმცა ინცინდენტის დეტალები უცნობია. სააგენტო „ფრანს პრესის“ თანახმად, აფეთქება იმდენად მძლავრი იყო, რომ მან დედაქალაქის დასავლეთ გარეუბანში მდებარე მეზობელი სახლების მინები ჩაამტვრია.
XS
SM
MD
LG