Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში გამოეხმაურნენ თვითაღიარებულ სამხრეთ ოსეთში ჩატარებულ არჩევნებს


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 13 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს ”საოკუპაციო რეჟიმის ფსევდოდემოკრატიული თამაშის მორიგი გამოვლინება” უწოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ე.წ. არჩევნების შედეგებს არანაირი არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნია როგორც საქართველოსთვის, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. კალანდაძის შეფასებით, ”რეალურად საუბარია ერთი მარიონეტული რეჟიმის მეორეთი შეცვლაზე.” სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნების პირველმა ტურმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. 27 ნოემბრისთვის დანიშნულ მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მმართველი პარტიის კანდიდატი ანატოლი ბიბილოვი და ოპოზიციის კანდიდატი ალა ჯიოევა.
XS
SM
MD
LG