Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიისაგან მოითხოვენ ძალადობისათვის ბოლოს მოღებას


სირიაზე მატულობს საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა ოპონენტების წინააღმდეგ ძალადობისათვის ბოლოს მოღების მოთხოვნით. რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც არაბულმა ლიგამ შეაჩერა სირიის წევრობა ამ ორგანიზაციაში, იორდანიის მეფე აბდულამ პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს მოუწოდა გადაგომისაკენ ძალადობის ფონზე, რომელმაც სირიაში მარტიდან მოყოლებული 3500-მდე ადამიანი შეიწირა. მეფე აბდულა არის პირველი არაბი ლიდერი, რომელმაც გააკეთა განცხადება სირიის ლიდერის გადადგომის საჭიროებაზე. ამ საკითხზე მან ისაუბრა ბრიტანეთის სამაუწყებლო კორპორაცია BBC-თან ინტერვიუში.სირიაზე მსჯელობდნენ დღეს ბრიუსელშიც, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სანქციების დაწესებაზე დამატებით 18 სირიელის წინააღმდეგ. აქამდე ევროკავშირის სანქციები მოქმედებდა 56 სირიელი ინდივიდისა და 18 კომპანიისა და ინსტიტუტის წინააღმდეგ. ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი, კეთრინ ეშტონი აცხადებს, რომ 27-წევრიანი ბლოკი ითანამშრომლებს არაბულ ლიგასთან, სირიაში სამოქალაქო პირების დასაცავი ზომების შესამუშავებლად. დღესვე სირიამ „უკიდურესად სახიფათო ნაბიჯი“ უწოდა არაბული ლიგის გადაწყვეტილებას ამ გაერთიანებაში სირიის წევრობის შეჩერების საკითხზე. არაბულ ლიგაში სირიის წევრობის შეჩერება გააკრიტიკა რუსეთმაც.
XS
SM
MD
LG