Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერკელი გმობს ნეო-ნაცისტების მიერ ჩადენილ მკვლელობებს


გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დაგმო და ეროვნული ”სირცხვილი” უწოდა 9 ემიგრანტისა და პოლიციელი ქალის მკვლელობას, რომელიც, სავარაუდოდ, ნეო-ნაცისტების ჯგუფმა ჩაიდინა. გერმანულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ პოლიციის ინფორმაციით, მემარჯვენე ექსტრემისტული ქსელია პასუხისმგებელი 2000-დან 2006 წლის ჩათვლით გერმანიაში 8 თურქი ეროვნების და ერთი ბერძენი მამაკაცის მკვლელობაზე. 2007 წელს პოლიციელი ქალი მოკლეს. გერმანიის ხელისუფლების ინფორმაციით, იგივე ექსტრემისტული ჯგუფი ბანკების ძარცვასა და აფეთქებების მოწყობაშიც მონაწილეობს. ორშაბათს გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ძალადობა ”სამარცხვინოა” გერმანიისთვის და, რომ გერმანიის ხელისუფლება გააძლიერებს ძალისხმევას მემარჯვენე ტერორიზმთან გასამკლავებლად.
XS
SM
MD
LG