ავღანეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, ბოლო წლების ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა თალიბანის მხარდამჭერთა რაოდენობა. გამოკითხვა, ნაწილობრივ, შეერთებული შტატების მთავრობის დაფინანსებით ჩაატარა ორგანიზაცია „აზიის ფონდმა“. მისი მონაცემებით, იმ პირთა რიცხვი, რომელიც აცხადებს, რომ მიესალმება თალიბანის მიზნებს, წელს 29 პროცენტამდეა შემცირებული - შარშანდელ 40 და შარშანწინდელ 56 პროცენტთან შედარებით. გამოკითხვამ დაადგინა ასევე, რომ ხუთი გამოკითხულიდან ოთხი ემხრობა მეამბოხეებთან შერიგებასა და მათს ინტეგრაციას. მეორე მხრივ, პირველად 2004 წლის შემდეგ, ანუ მას შემდეგ, რაც ავღანეთში გამოკითხვები დაიწყო, გაიზარდა იმ პირთა რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ავღანეთი არასწორი მიმართულებით ვითარდება. წელს ეს მაჩვენებელია 35 პროცენტი მაშინ, როცა შარშან 27 პროცენტი იყო. „აზიის ფონდმა“, რომელიც აშშ-ში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაციაა, წელს, ზაფხულში ავღანეთის 34 პროვინციაში გამოკითხა 6300 ზრდასრული პირი.
ყველაზე პოპულარული
1