Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთში, სავარაუდოდ, გადაიდება საპრეზიდენტო არჩევნები


მოლდავეთში, სავარაუდოდ, გადაიდება საპრეზიდენტო არჩევნები, რადგან არც ერთი კანდიდატურა არ დარეგისტრირებულა, საამისოდ განკუთვნილი ვადა კი ორშაბათს, 14 ნოემბერს ამოიწურა. არჩევნების საკითხზე მომუშავე საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე ტუდორ დელიუს განცხადებით, მოლდავეთის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ვითარებას, როცა არავის სურს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვა. პრეზიდენტს მოლდავეთში პარლამენტი ირჩევს.
XS
SM
MD
LG