საქართველოს საკითხებში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები, მიკაელ ასტრუპ იენსენი და კასტრიოტ ისლამი აცხადებენ, რომ არ ცნობენ სამხრეთ ოსეთში 13 ნოემბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას და ადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. იენსენი და ისლამი აღნიშნავენ, რომ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონების მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივი წესით გამოცხადება არის, საერთაშორისო სამართლით, უკანონო ნაბიჯი და, ამდენად, ვერ ქმნის „სამართლებრივ, ან კონსტიტუციურ საფუძველს“ ამ არჩევნებისათვის.