Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამნესტი ინტერნეიშენალი“ აკრიტიკებს ვითარებას აზერბაიჯანში


ავტორიტეტიანმა უფლებადამცველმა ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალმა“ გამოაქვეყნა აზერბაიჯანის შესახებ ანგარიში, რომელშიც საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, უყურადღებოდ არ დატოვონ ადამიანის უფლებების დარღვევა ამ ქვეყანაში. როგორც "ამნესტი ინტერნეიშენალის" წარმომადგენელმა, აზერბაიჯანის საკითხების მკვლევარმა ნატალია ნოზაძემ უთხრა ჩვენი რადიოს კორესპონდენტს, ორგანიზაცია „სინდისის პატიმრებად“ მიიჩნევს აზერბაიჯანში გაზაფხულზე დაწყებული საპროტესტო აქციების პერიოდში დაკავებულ და გასამართლებულ 17 პირს და მოითხოვს მათს დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. „რამდენიმე წელია, ვაკვირდებით ვითარებას აზერბაიჯანში და, სამწუხაროდ, სახეზეა უარყოფითი ტენდენცია თავისუფლებების თვალსაზრისით - ეს ეხება გამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლებას“, განაცხადა ნოზაძემ. „ამნესტი ინტერნეიშენალის“ ანგარიშში ნათქვამია, რომ მარტში საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ დაუსაბუთებელი ბრალდებების საფუძველზე არიან დაპატიმრებული ოპოზიციონერები და ახალგაზრდა აქტივისტები, დევნას განიცდიან ჟურნალისტები და უფლებადამცველები.
XS
SM
MD
LG