Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იენსენმა და ისლამმა სამხრეთ ოსეთის არჩევნებს არალეგიტიმური უწოდეს


სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში 13 ნოემბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებს არალეგიტიმური უწოდეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებმა მაიკლ იენსენმა და კასტრიოტ ისლამმა. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადება საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით უკანონოა და, შესაბამისად, არ არსებობს არჩევნების ჩატარების იურიდიული, ან კონსტიტუციური საფუძველი. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები იმასაც აღნიშნავენ, რომ ომის შედეგად დევნილი 20 ათასზე მეტი ეთნიკური ქართველიდან არცერთს არ ჰქონდა არჩევნებში მონაწილეობის უფლება. იენსენმა და ისლამმა კვლავ დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა.
XS
SM
MD
LG