Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში წარმოადგინეს ახალი მთავრობა


მარიო მონტი დღეს ოფიციალურად დათანხმდა იტალიის პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას და წარმოადგინა ახალი კაბინეტი, რომელშიც თვითონ იმუშავებს ფინანსთა მინისტრის პოსტზე. ახალ მთავრობას ევალება მომჭირნეობის მკაცრი ზომების მომცველი პროგრამის განხორციელება, რათა ინვესტორებს შორის აღდგეს ნდობა იტალიის საფინანსო პოტენციალის მიმართ. 68 წლის მონტი პრემიერ-მინისტრის პოსტზე დაინიშნა მას შემდეგ, რაც ამ პოსტიდან გადადგა სილვიო ბერლუსკონი, იტალიის დიდი ვალებით გამოწვეულ ფინანსურ კრიზისთან დაკავშირებით.
XS
SM
MD
LG