Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულში დღეს ორი ჭურვი აფეთქდა


ავღანეთის დედაქალაქში დღეს ორი ჭურვი აფეთქდა იმ ადგილის ახლოს, სადაც დიდი შეკრება - ”ლოია ჯირგა” მიმდინარეობს. მასზე აშშ-თან გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობაზე მსჯელობენ. ავღანეთის შსს-ს ცნობით, ერთი ადამიანი დაშავდა. ჭურვები შეკრების ადგილიდან დაახლოებით 500 მეტრში დაეცა. პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ შეკრების პირველ დღეს ილაპარაკა პირობებზე, რომლებიც ავღანეთში აშშ-ის სამხედროების ხანგრძლივი ვადით დარჩენისთვის არის საჭირო მას შემდეგ, რაც აშშ-ის და სხვა ქვეყნების ძალები 2014 წლის ბოლოს დატოვებენ ავღანეთს. კარზაიმ მოუწოდა აშშ-ს შეწყვიტოს ღამის რეიდები ავღანეთის დასახლებებში და პატივი სცეს ავღანეთის სუვერენიტეტს იმისათვის, რომ ავღანეთი დათანმხდეს აშშ ძალების ხანგრძლივად ყოფნას ქვეყანაში.
XS
SM
MD
LG